სტამბოლის „ბაშაკშეჰირის“ ფეხბურთელმა არდა თურანმა „ბარსელონაში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა. თურქი ფეხბურთელის განცხადებით, არც იცოდა, რომ კატალონურ გრანდში გადავიდა და ეს მხოლოდ 15 დღის შემდეგ შემთხვევით გაიგო.
„ჩემმა აგენტმა აჰმეთ ბულიტმა არ მითხრა, რომ „ბარსელონამ“ მიყიდა. ერთი წლით ადრე ბოლო წამს ჩაიშალა „მანჩესტერში“ ჩემი ტრანსფერი და მერე დარწმუნებული ვიყავი, რომ „ბაიერნში“ გადავიდოდი.
15 დღის შემდეგ გავიგე, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელი ვიყავი, ჩემს აგენტთან ერთად ვიყავი და მისი ჩანთიდან დოკუმენტი გადმოვარდა, დავინახე, რომ მასზე „ბარსელონას“ ემბლემა იყო და ვერ ვიჯერებდი. აჰმეთმა მითხრა: მოდი, მოდი, შეხედე...
დამწუხრებული არ ვიყავი, როდესაც „ბარსელონა“ დავტოვე, ვალვერდემ შანსი ერთი წუთითაც არ მომცა, არადა წინა წელს მესის და სუარესის შემდეგ გუნდში ყველაზე მეტი საგოლე პასი მქონდა“, - თქვა არდამ.
შეგახსენებთ, არდა თურანი „ბარსელონას“ 2015 წელს „ატლეტიკოდან“ შეუერთდა და ორ სეზონში 55 თამაშში 15 გოლის გატანა მოახერხა.