ფეხბურთი

0:10 | 9.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"5 გოლი რომ გაგვეტანა, ექვსს გაგვიტანდნენ" - ზიკომ ლეგენდარული თამაში გაიხსენა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ზიკომ ბრაზილიისა და იტალიის ნაკრებების მატჩი გაიხსენა, რომელიც 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა.

„1982 წლის იტალია ჯგუფში შექმნილი პრობლემების მიუხედავად შესანიშნავი გუნდი იყო. არგენტინასთან თამაშის შემდეგ გარდაიქმნა. ჩვენ დავუშვით კოლექტიური და ინდივიდუალური შეცდომები, ფრეც გვყოფნიდა, მაგრამ ასეთი დონის გუნდები არაფერს გპატიობენ. 5 რომც გაგვეტანა, ისინი ექვსს გაგვიტანდნენ“, - თქვა ზიკომ.

შეგახსენებთ, 1982 წლის მუნდიალის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ბრაზილიას ნახევარფინალში გასასვლელად ფრეც ხელს აძლევდა, მაგრამ პაოლო როსის ჰეთ-თრიქით იტალიამ 3:2 მოიგო, ჯგუფიდან გავიდა და საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა.

0.118436