ფეხბურთი

20:09 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

იოვიჩმა ტრავმა სახლში ვარჯიშის დროს მიიღო

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის ლუკა იოვიჩის ცხოვრებაში უიღბლო პერიოდია. სერბი ფეხბურთელი სამშობლოდან მადრიდში მიმდინარე კვირის დასაწყისში დაბრუნდა და ტრავმა მიიღო.

ლუკა სახლში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, რის შედეგადაც კოჭი დაიზიანა და რამდენიმე კვირის განმავლობაში უქმობა მოუწევს.

შეგახსენებთ, „რეალმა“ იოვიჩი გასულ ზაფხულს 60 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ფეხბურთელმა გაცემული ავანსი ვერ გაამართლა და 24 შეხვედრაში თავი ოდენ 2 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119546