ფეხბურთი

18:15 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" პოგბასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს

მადრიდის „რეალმა“ პოლ პოგბას შეძენა გადაიფიქრა. Marca-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „სამეფო კლუბი“ დიდი ხანია ფრანგის ტრანსფერს განიხილავს და ზინედინ ზიდანსაც ძალიან მოსწონს, კლუბის ხელმძღვანელობა სხვა აზრზეა.

მადრიდში ურჩევნიათ, რომ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელზე გააკეთონ, მაგალითად „რენის“ ნიჭიერ ფეხბურთელ ედუარდო კამავინგაზე. განიხილება „ჩელსიდან“ ნგოლო კანტეს ვარიანტიც.

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს თუ გუნდის დატოვება უნდა, „რეალის“ გარდა სხვა კლუბებზე მოუწევს არჩევანის გაკეთება. ერთ-ერთი ვარიანტი კი ტურინის „იუვენტუსია“, სადაც 2012-2016 წლებში თამაშობდა.

0.118659