ფეხბურთი

16:11 | 8.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში კორონავირუსის ტესტირება ჩატარდა - 5 პასუხი დადებითია

ესპანეთში კორონავირუსის მასობრივი ტესტირება ჩატარდა და ხუთი დადებითი პასუხი მიიღეს. Rac1-ს ინფორმაციით, სამი შემთხვევა ლა ლიგის კლუბებში დაფიქსირებული, ორი B გუნდებში, თუმცა, ფეხბურთელთა ვინაობა ანონიმურია.

ჯერჯერობით ტესტირება არ დასრულებულა და ვარაუდობენ, რომ საბოლოო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობა 25-დან 30-მდე იქნება.

შეგახსენებთ, „ლეგანესის“ მთავარმა მწვრთნელმა ლა ლიგის განახლების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ სეზონი 20 ივნისს განახლდება.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113654