1976 - დაიბადა ვლადიმერ სტეფანია. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეფარე (216 სმ). გამოდიოდა თბილისის “მართვეში,” ლიუბლიანას “ოლიმპიაში,” “სიეტლ სუპერსონიქსში,” “ნიუ ჯერსი ნეთსში,” “მაიამი ჰითსა” და “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსში”. პირველი ქართველი მოთამაშე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ნბა-ში სტეფანიას მატჩის საუკეთესო მაჩვენებლები 19 ქულა და 15 მოხსნაა. სულ კი მის ანგარიშზე 1 118 ქულაა. 1996, 1997, 1998 წლებში გახდა სლოვენიის ჩემპიონი. 1998 წელს დაასახელეს ევროპის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. ევროლიგის “ოთხთა ფინალის” მონაწილე (1997).
მნიშვნელოვანი ფაქტები
1898 - ოთხმა იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ტურინში ფლეი-ოფის სისტემით ქვეყნის პირველი ჩემპიონი გამოავლინა. პირველობა “ჯენოამ” მოიპოვა. ნახევარფინალისა და ფინალურ მატჩებს 50-იოდე გულშემატკივარი დაესწრო.
1907 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, ტომი ბერნსმა ჯეკ ობრაიენი 20 რაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1985 - უეფა-ს თასის გათამაშების ფინალის პირველ მატჩში, მადრიდის “რეალმა” სეკეშფეჰერვარში (უნგრეთი) “ვიდეოტონს” 3:0 სძლია. გოლები მიჩელმა, სანტილიანამ და ვალდანომ გაიტანეს. “ვიდეოტონი”: ა. დისტლი, ბორნაჩი, ლ. დისტლი, ჩუჰაი, ჰორვატი, პალკოვიჩი, ვეგჰი, ვიტმანი, ვდაში, ნოვატი (გუენტი), ბურშა. “რეალი”: მიგელ ანხელი, ჩენდო, სანჩისი, შტილიკე, კამაჩო, სან ხოსე, მიჩელი, გალიეგო, ბუტრაგენიო (ხუანიტო), სანტილიანა (სალგუერო), ვალდანო.
1991 - უეფა-ს თასის გათამაშების ფინალის პირველ მატჩში, მილანის “ინტერმა” “სან სიროზე” 70 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “რომას” 2:0 სძლია. გოლები მათეუსმა (პენ.) და ბერტიმ გაიტანეს. “ინტერი”: ძენგა, ბერგომი, ბრემე, ბატისტონი, ფერი, პაგანინი (ბარეზი), ბიანკი, ბერტი, მათეუსი, კლინსმანი, სერენა (პიცი). “რომა”: ჩერვონე, ტემპესტილი, ნელა, ბერთოლდი, ალდაირი (კარბონი), კომი (მუცი), გეროლინი, დი მაურო, ჯანინი, ფიოლერი, რიციტელი.
1993 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, ლენოქს ლუისმა 12 რაუნდიან პაექრობაში ტონი ტაკერი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
1996 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, საბერძნეთის გუნდთან 0:1 დამარცხდა.
2002 - უეფა-ს თასის გათამაშების ფინალში, როტერდამის “ფეინოორდმა” “დე კუიპის” სტადიონზე 48 500 მაყურებლის თანდასწრებით, დორტმუნდის “ბორუსიას” 3:2 სძლია და საპატიო პრიზი მოიპოვა. გამარჯვებულთაგან გოლები ვან ჰოიდონკმა (2) და ტომასონმა გაიტანეს, გერმანელთაგან კი, თავი ამორუზომ და კოლერმა გამოიჩინეს. “ფეინოორდი”: ზოტებიერი, გიანი, ვან ვონდერენი, პააუვე, რჟასა, კალა (ელმანდერი), ბოსველტი, ონო (დე ჰაანი), ვან პერსი (სანტიაგო), ტომასონი, ვან ჰოიდონკი. “ბორუსია”: ლემანი, ევანილსონი, ვიორნსი, კოლერი, დედე, რიკენი (ჰაინრიხი), როიტერი, როსიცკი, ევერტონი (ადო), კოლერი, ამორუზო.
2002 - ცნობილმა გერმანელმა მცველმა იურგენ კოლერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. დორტმუნდის “ბორუსიასა” და “ფეიენოორდის” უეფას თასის საფინალო მატჩის მსვლელობისას კოლერი 31-ე წუთზე მინდვრიდან გააძევეს.
2005 - “ფორმულა-1”-ის ესპანეთის გრან-პრი ფინელმა ავტოპილოტმა, კიმი რაიკონენმა მოიგო.
2005 - “იუვენტუსი” და “ლიონი” შესაბამისად, იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ. “მილანის” შემადგენლობაში კი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, კახა კალაძემ ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
2006 - ვახტანგ ნაცვლიშვილის “დიჟონი” საფრანგეთის თასს დაეუფლა. ფინალში ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში, 13 ქულა მოაგროვა და 9 მოხსნა განახორციელა.
2008 - მადრიდის “რეალთან” 1:4 წაგების შემდეგ “ბარსელონას” დამრიგებელი ფრანკ რაიკაარდი პოსტიდან დაითხოვეს.
2009 - ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველო ორგანიზაციის 68-ე წევრად მიიღო.
ამ დღეს დაიბადნენ
1893 - ფრენსის კვიმე. იგი მაღაზიის გამყიდველად მუშაობდა, როდესაც 1913 წელს გოლფში აშშ-ის ღია პირველობა მოიგო.
1910 - ჯორჯ მეილი. 1930-48 წლებში ლონდონის “არსენალის” განაპირა მცველი. ინგლისის ექვსგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. “არსენალში” 318, ინგლისის ნაკრებში 19 მატჩი (მათგან ექვსში კაპიტანი იყო) ჩაატარა.
1916 - ჟოაო აველანჟი. ბრაზილიელი საფეხბურთო ფუნქციონერი. 1974-1998 წლებში ფიფა-ს ხელმძღვანელობდა. 1958-74 წლებში ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი იყო.
1932 - სონი ლისტონი (ჩარლზ ლისტონი). ლეგენდარული მოკრივე. დასახელებულია მსოფლიოს საუკეთესო 15 მოკრივეს შორის. სპორტული კარიერის დაწყებამდე, ქურდობისთვის ციხეში იჯდა. რინგზე რეგულარულად გამოსვლა 1953 წლიდან დაიწყო. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1962 წლის 25 სექტემბერს, ჩიკაგოში ჩატარებული ორთაბრძოლის შედეგად მოიპოვა. ლისტონმა, პირველივე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო მოქმედი ჩემპიონი, ფლოიდ პატერსონი. ჩემპიონის ტიტული სონიმ კასიუს კლეისთან (მუჰამედ ალი), 1964 წლის 25 თებერვალს გამართული ბრძოლის შედეგად დათმო.
1935 - ჯეკი ჩარლტონი. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მუნდიალის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ინგლისის ჩემპიონი, ასოციაციის, ლიგის და ბაზრობათა თასების მფლობელი. ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ირლანდიელები მსოფლიოსა (ორჯერ) და ევროპის პირველობების დასკვნით ეტაპებზე გავიდნენ.
1960 - ფრანკო ბარეზი. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი კაპიტანი. დასახელებულია “მილანის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი (ესპანეთის მუნდიალზე “სკუადრა აძურას” განაცხადში იყო). 1989, 1990 და 1994 წლებში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა ლიგის თასი. საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (1989, 1990). სამჯერ დაეუფლა ევროპის სუპერთასს (1989, 1990, 1994). იტალიის ექვსგზის ჩემპიონი (1979, 1988, 1992, 1993, 1994, 1996). იტალიის სუპერთასის მფლობელი (1988, 1992, 1993, 1994). სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1990). 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. “მილანის” რიგებში ჩაატარა 531 მატჩი, გაიტანა 16 გოლი. იტალიის ნაკრების 81 მატჩში გაიტანა ერთი გოლი. 2002 წელს იყო ლონდონის “ფულემის” საფეხბურთო დირექტორი. იმავე წლიდან “მილანის” ახალგაზრდული და ჭაბუკთა გუნდების მწვრთნელია.
1966 - კლაუდიო ტაფარელი. ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1998 წლის მუნდიალის ფინალისტი. სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. სამხრეთ ამერიკის ორგზის ჩემპიონი. 1988 წელს დაასახელეს ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელად, 1987 და 1988 წლებში კი ქვეყნის საუკეთესო მეკარედ. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 102 მატჩი (გაუშვა 71 ბურთი). იტალიის თასის ორგზის მფლობელი. თურქეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
1970 - ლუის ენრიკე. ესპანეთის ეროვნული ნაკრების, მადრიდის “რეალისა” (157 მატჩი, 16 გოლი) და “ბარსელონას” (207 მატჩი, 73 გოლი) ფეხბურთელი. ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. 1997 წელს მოიპოვა თასები თასი და ევროპის სუპერთასი. ესპანეთის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
1976 - ვლადიმერ სტეფანია. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეფარე (216 სმ). გამოდიოდა თბილისის “მართვეში,” ლიუბლიანას “ოლიმპიაში,” “სიეტლ სუპერსონიქსში,” “ნიუ ჯერსი ნეთსში,” “მაიამი ჰითსა” და “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსში”. პირველი ქართველი მოთამაშე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ნბა-ში სტეფანიას მატჩის საუკეთესო მაჩვენებლები 19 ქულა და 15 მოხსნაა. სულ კი მის ანგარიშზე 1 118 ქულაა. 1996, 1997, 1998 წლებში გახდა სლოვენიის ჩემპიონი. 1998 წელს დაასახელეს ევროპის “ყველა ვარსკვლავის” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. ევროლიგის “ოთხთა ფინალის” მონაწილე (1997).
1977 - პეპე სანჩესი. არგენტინის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი (196 სმ). 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს 206 წლის ჩემპიონატის პრიზიორი.
1978 - ლუსიო (ლუსიმარ და სილვა ფერეირა). ბრაზილიის ეროვნული ნაკრების, ლევერკუზენის “ბაიერის”, “ბაიერნის”, “ინტერის”, “იუვენტუსის”, “სან პაულუს” ფეხბურთელი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი. კონფედერაციის თასის მფლობელი (2005). ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 105 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. გერმანიის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. “ინტერთან” ერთად მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, იტალიის პირველობა, თასი და სუპერთასი. “იუვენტუსთან” ერთად 2012 წელს დაეუფლა იტალიის სუპერთასს.
ამ დღეს გარდაიცვალა
1947 - “რომას” ვეტერანთა მატჩის მსვლელობისას გუნდის პირველი კაპიტანი ატილიო ფერარისი გარდაიცვალა.