ყაზანის „რუბინის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ფულადი ვაუჩერით დაეხმარა.
როგორც ფეისბუქში ელენე ბერაია წერს, ხვიჩა 100 ოჯახს 50-ლარიანი ვაუჩერით დაეხმარა.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით ბელქანიას ორგანიზებით და რუსეთში მოღვაწე, ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფინანსური მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, სამედიცინო პერსონალს და ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს 50-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა. სასაჩუქრე ვაუჩერი 100 ოჯახს გადაეცა. მადლობა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, ასეთი თანადგომით ყველა პრობლემა დაძლევადია“, - წერს ელენე ბერაია.