„ლივერპულის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გრემ სუნესმა თბილისის „დინამოსთან“ მარცხი ვერ დაივიწყა. Planetfootball-თან ინტერვიუში შოტლანდიელმა ინგლისურ გრანდში მოგებული სამი ჩემპიონთა თასი (1978, 1981 და 1984 წლებში) გაიხსენა, მაგრამ სინანულით აღნიშნა, რომ მეტიც შეეძლოთ.
სუნესი მთავარ იმედგაცრუებად „დინამოსთან“ თბილისში 1979 წელს განცდილ 0:3 წაგებას ასახელებს და აღიზიანებს. შოტლანდიელის აზრით, „ლივერპული“ გაცილებით ძლიერი იყო და გაუგებარია, როგორ წააგეს.
„ჩემპიონთა თასის ფინალში მეტჯერ უნდა გავსულიყავით. პირველი ყოველთვის თბილისის „დინამოსთან“ 1979 წლის თამაში მახსენდება, როგორც იშვიათი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებულის მენტალიტეტი ვერ გამოვავლინეთ.
„ენფილდზე“ 2:1 მოვიგეთ, მაგრამ იქ რატომღაც შევძელით, 0:3 წავაგეთ და პირველივე წრეში გამოვეთიშეთ ტურნირს. ეს გაუგებრობა იყო, რადგან ნამდვილად მათზე ძლიერი გუნდი გვყავდა და ეს მარცხი დღემდე მაღიზიანებს“, - განაცხადა სუნესმა.
შეგახსენებთ, 1979-1980 წლების სეზონში ჩემპიონთა თასი პირველ წრეში „ლივერპულმა“ „დინამოს“ 19 სექტემბერს, 2:1 მოუგო. დევიდ ჯონსონის და ჯეიმს ქეისის გოლებს „ენფილდ როუდზე“ ალექსანდრე ჩივაძემ უპასუხა, საპასუხო მატჩი კი თბილისში 3 ოქტომბერს გაიმართა და ქართველებმა ვლადიმერ გუცაევის, რამაზ შენგელიასა და ალექსანდრე ჩივაძის გოლებით მშრალად იმარჯვეს. „დინამო“ მეორე წრეში გავიდა, მაგრამ სამწუხაროდ გერმანულ „ჰამბურგთან“ დამარცხდა (1:3, 2:3).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლივერპულმა რო სათასო მატჩზე უარი თქვა დინამოსთან, ის თასი დინამოს რატო არ გადასცეს და არ გამოაცხადეს ჩემპიონად?
ხოდა ვის ადასცეს?
8-9 წლის ვიყავი..პირველად წამიყვანეს ფეხბურთზე...სასწაული იყო ეგ ორი თამაში თბილისში...ჰამბურგთან ერთი ადამიანი დაიღუპა სტადიონზე და მეორე სახლში ნერვიულობისგან ინფარქტი...კიგანი ჰყავდა ჰამბურგს , მაგან გაგვაწამა და ამ სტადიონზე სიკვდილმაც იმოქმედა ჩვენებზე...და იმ წელს ჰამბურგი ლივერპულზე ძლიერი იყო...
+1
ჰო, იმ "სუსტმა" დინამომ შემდეგ წელს თასების თასი აიღო, გაანადგურა ფეიენორდი და ინგლისის თასის მფლობელს გასვლაზე 4:1 მოუგო. ლივერპულს კი ახსოვდა თბილისური კოშმარი და სუპერთასზე არ გვეთამაშა
მართალი ხარ
dinamo222
განმეორებითი და ფინალში გავიდა ასე რომ ჰამბურგიც მაგრად ძლიერად გამოიყურებოდა
ძMა მაგ წელს ჰამბურგმა ნახევარფინალშI 2-0 ამოუქაჩა რეალს და 5-1 მოუგო სახლშI
მე არ ვამბობ რომ სუსტი გუნდი იყო პირიქით შეიძლება საუკეთესოც იყო თავის კალც-ხრუბეშ-ბულიან-მაგათ-კიგანიანად პლიუს უმაგრესი მწვრტნელი ბრანკო ზებეცი ყავდათ ! მაგრამ არც ჩვენი დინამო იყო იმათზე სუსტი 1979 წელი თბილისის დინამოს საუკეთესო წელი იყო ისტორიაში ფორმა თამაში და მიღწევები მაქვს მხედველობაში თასი მეორედ მოიგეს უძლიერეს სპარტაკიადაში ფინალში გავიდნენ და იქ მოსკოვის გუნდთან წააგებინეს ევროპაში მაგარი თამაშები და უსამართლობით და უიღბლობით წართმეული ჩემპიონობა
ნოტინგემა მოიგო მაგ დროს და მომავ წელსაც ლიგა
olo
უფრო ძლიერები ვიყავით, მაგრამ წავაგეთ, ეს იგივე ამბავია ბებიას რომ კვერცხები ჰქონოდა... შეიძლება არ გაგიმართლოს და შემთხვევით 1 ბურთი გაუვარდეს მოწინააღმდეგეს ყარაულის თოფივით, აი კობიმ რომ სჭედა ხორვატიას ისე, მაგრამ 3:0 რომ ამოგტენიან, რა ნამუსით იძახის უფრო ძლიერები ვიყავითოს. ისე მეც მაღიზიანებს შოტლანდიამ 2:1 რომ მოგვიგო შოტლანდიაში, მაგარი ბურთი შეუგდო მაშინ შოთიმ და გაათანაბრა, მოკვდა მთელი სტადიონი, მაგრამ მაინც წავაგეთ.
3 - 0 მშრალად მოვიგეთ
რა "მშრალად" ოგაფჯან ? თავსხმა წვიმა იყო
საქართველოს ნაკეებთან წაგება არ გაღიზიანებს?!
კი კაცოო თუ მათზე ძლიერი გუნდი გყავდათ რატომ ვერ მოუგეთ ?PP
სუპერთასი. ,,ჰამბურგი,, არ გვეთამაშა, გვეჭიდავა. ყველა შეტევას ცენტრში ჯარიმით აჩერებდნენ.
მაგათაც მოვუგევდით მეხუთე წუთზე გუცაევის გოლის მერე ის უბედურება რომ არ მომხდარიყო
რას გულისხმობ?
თამაში რომ დაიწყო დინამომ იმხელა უპირატესობა მოიპოვა გეგონება ჰამბურგს კი არა კაირატს ან პახტაკორს ხვდებოდა ჰამბურგელები არ ელოდნენ პირველივე წუთიდან ასეთ თამაშს და მაგრა დაიბნენ სანამ გუცაევი გაიტანდა პირველ 5 წუთში კიდევ 2 საგოლე მომენტი გვქონდა და გუცაევმა რომ გაიტანა აღმოსავლეთ ტრიბუნის მეორე იარუსზე ვიღაცა გალეშილმა ნაბ....მა სალიუტის სროლა მოინდომა მაგრამ სანამ ზემოთ აწევდა გაუვარდა და პირველ იარუსზე ბავშვს მოხვდა ის სალიუტი თამაში შეწყდა 20 წუთით და დაბნეული და განადგურებული გერმანელები გონს მოვიდნენ დაწყნარდნენ და დინამოელები პირიქით მაგრა დაიგრუზნენ იმიტომ რომ გავრცელდა რომ ის ბავშვი დაუღუპა საავადმყოფოს გზაზეო და თამასის განახლების მერე სულ სხვა გუნდები და სხვა თამაშო წავიდა ჰამბურგმა პირველ ტაიმში 2 გოლი გაგვიტანა და ამით უკვე გადაწყდა გამარჯვებული და ამის მერე საერთოდ დაკარგა თამაშმა ხალისი და აზრი @ მოკლედ იმ ნაბ...ს საქაციელი რომ არა ჰამბურგსაც ასიანი ლივერპულის გზას გაუყენებდა დინამო და 3-0 კი არა მეტი აბგარიშითაც მოუგებდნენ !
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
რა უაზროდ მებლოკება ამხელა ტექსტები რა დაწერს თავიდან.
1:0 ვიგებდით და მაგრა ვუტევდით, შემდეგ ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა და თამაში 30 წუთი შეწყდა. გერმანელები გონს მოვიდნენ და მოგვიგეს,თორემ ნაღდად მოსაგები თამაში იყო