ფეხბურთი

22:05 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

საგანგაშო სიგნალი: "ფიორენტინაში" კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა

ფეხბურთის დაბრუნების შესაძლებლობის პარლელურად, ფლორენციის „ფიორენტინაში“ ვითარება ისევ საგანგაშო გახდა. როგორც „იების“ ვებგვერდი იტყობინება, კლუბში 6 ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირებულია.

„გუშინ ჩატარებული კორონავირუსის ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ გამოვლინდა, რომ „ფიორენტინას“ 3 ფეხბურტელი და ტექნიკურ-სამედიცინო შტაბის 3 წევრი ტესტზე დადებითია. ისინი პროტოკოლის თანახმად გადაწყვანილი არიან სავალდებულო კარანტინში. დანარჩენი გუნდი განცალკევებით აგრძელებს საწვრთნელ პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე უცნობია დაინფიცირებულ ფეხბურთელთა ვინაობა. აქვე შეგახსენებთ, რომ რადენიმე კვირის წინ „ფიორენტინას“ ფეხბურთელებმა პატრიკ კუტრონემ, ხერმან პეცელამ და დუშან ვლაოვიჩმა ვირუსი დაამარცხეს.

ცნობისთვის, დღეს იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა, რომ სეზონის განახლება იმაზე იქნებოდა დამოკიდებული თუ როგორი იქნება ვირუსის გამოვლინების სტატისტიკა 18 მაისამდე. გავიდა რამდენიმე საათი და „ფიორენტინას“ ამბავი გასაჯაროვდა. ეს კი, დიდი შანსია იტალიაში სეზონის განახლებისთვის დიდად ხელისშემშმელელი ფაქტორი გამოდგეს.

0.112127