ფეხბურთი

19:11 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კლოზე "ბაიერნში" დაბრუნდა

მიროსლავ კლოზე მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის, ჰანს-დიტერ ფლიკის ასისტენტი გახდა. „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდის ცნობით, მიროსთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაფორმადა.

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მირომ გადაწყვიტა „ბაიერნში“ პროფესიონალურ დონეზე მუშაობა. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თავდამსხმელები მისგან, როგორც მწვრთნელისგან სარგებელს ნახავენ. მირო ასევე იყო ფლიკის ფავორიტი“, - თქვა რუმენიგემ.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ფლიკსაც კარგად ვიცნობ, ერთმანეთს ვენდობით, მოუთმენლად ველოდები სამუშაოს დაწყებას“, - აღნიშნა კლოზემ.

შეგახსენებთ, რომ მიროსლავ კლოზე „ბაიერნში“ 2007-2011 წლებში თამაშობდა და 149 შეხვედრაში 53 გოლი გაიტანა.

0.116779