ფეხბურთი

15:31 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოლა: "ჩვენს გარდა ყველგან ითამაშებენ, ფრანგული ფეხბურთი კვდება"

„ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა საფრანგეთის მთავრობას აკრიტიკებს, რომ ქვეყანაში სექტემბრამდე ფეხბურთის თამაში აკრძალეს. ოლა მიიჩნევს, რომ ფრანგული ფეხბურთი კვდება.

„ჩვენ არასწორ გზაზე ვართ, ვერ ვითამაშებთ აგვისტოს ბოლომდე ან სექტემბრის დასაწყისამდე, მაშინ, როდესაც მთელ ევროპაში აპირებენ სეზონის განახლებას. ამ გადაწყვეტილების გამო ზარალი დაახლოებით 700 მილიონი ევროა.

ჩვენი გათვლებით სეზონის დასრულება შესაძლებელი იყო, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე სხვაგვარად გადაწყვეტეს და ფრანგული ფეხბურთი კატასტროფისკენ წაიყვანეს, ყველგა ითამაშებენ, საფრანგეთში კი ფეხბურთი კვდება. თუმცა, ჯერ კიდევ სანამ გვიან არაა, შეგვიძლია სეზონი განვაახლოთ“, - განაცხადა ოლამ.

შეგახსენებთ, მიღებული გადაწყვეტილებით „ლიონი“ ევროთასებს მიღმა ბოლო 23 წელიწადში პირველად დარჩა.

0.111732