ფეხბურთი

23:39 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პოპკორნს ავიღებ და 2014 წლის მუნდიალის ფინალს ვუყურებ" - ბოატენგი კონტრშეტევაზე გადავიდა

დღეს ზუსტად 5 წელი გავიდა ერთ-ერთი ველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდიდან, როდესაც ლიონელ მესიმ ჟერომ ბოატენგი პატარა ბავშვივით, დამამცირებლად მოატყუა.

მაშინ გერმანელი მცველი სოციალური ქსელის ნამდვილი „გმირი“ გახდა და ირონიული პოსტები ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში აქტუალობას არ კარგავდა. დღესაც, გერმანელი ბევრმა მონიშნა ცნობილ ფოტოზე, რაზეც ჟერომის პასუხმა არ დააყოვნა:

„ამ რთულ დღეებში რაღაცაზე უნდა გავიცინოთ. ამასობაში მე პოპკორნს ავიღებ... და 2014 წლის მსოფლიო თასის ფინალს ვუყურებ. ახლა შეგიძლიათ ჩემი დათაგვა დაასრულოთ, ვიცი, რომ დღეს 5 წელი გავიდა“, - დაწერა ტვიტერში გერმანელმა მცველმა.

შეგახსენებთ, 5 წლის წინ „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნს“ 3:0 მოუგო და შემდეგ მიუნხენში 2:3 დამარცხდა, მაგრამ ფინალში გასვლა მოახერხა. იმავე წლის ივლისში ბოატენგმა რევანში აიღო და გერმანიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლიონელ მესის არგენტინა დაამარცხა.

0.117538