ფეხბურთი

21:54 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტვენტეში" აბურჯანიას მომავალი გადაწყვიტეს

გიორგი აბურჯანია 2020-2021 წლების სეზონსაც ენსხედეს „ტვენტეში“ გაატარებს. Voetbalprimeur-ის ინფორმაციით, ნიდერლანდურლი გუნდი ქართველ ნახევარმცველს შეინარჩუნებს.

მოგეხსენებათ, აბურჯანია „ტვენტეს“ „სევილიადან“ გასულ ზაფხულს ორწლიანი იჯარით შეუერთდა და კლუბი ამ ხელშეკრულებას არ დაარღვევს.

სამაგიეროდ, „ტვენტე“ დატოვა ნოა ლანგმა, ჯოვანი ტრუპემ და ჟოელ ლატიბადუარმა, რომლებიც ასევე იჯარით ირჯებოდნე ენსხედელთა რიგებში.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანიამ „ტვენტეში“ 19 თამაშში 2 გოლის გატანა შეძლო, 2019-2020 წლების სეზონი კი ნიდერლანდებში რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა.

0.11969