თურქეთის სუპერლიგის განახლების თარიღი ცნობილია. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიჰატ ოზდემირმა ოფიციალურად განაცხადა, შეწყვეტილი სეზონი 12 ივნისს განახლდება.
თურქეთის ჩემპიონატის რამდენიმე გუნდმა ორშაბათს საწვრთნელი პროცესი უკვე განაახლეს.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საფეხბურთო კლუბ „ანკარაგიუჯუში“ კორონავირუსის ტესტზე დადებითი აღმოჩნდა ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლის ვინაობა ანონიმურია. შეგახსენებთ, რომ „ანკარაგიუჯუს“ ღირსებას საქართველოს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძე იცავს.