ფეხბურთი

15:08 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "აფთიაქში წასვლა უფრო სახიფათოა, ვიდრე ვარჯიში"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ვარჯიშების პრობლემას ვერ ხედავს. მისი განცხადებით, აფთიაქში წასვლა უფრო მეტად სარისკოა, ვიდრე ბაზაზე ვარჯიში.

„აფთიაქში წასვლა უფრო სახიფათოა, ვიდრე ვარჯიში. ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული პროტოკოლი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და აღიარებულია მთელ მსოფლიოში. ჩვენ უსაფრთხოების ბევრ ზომას ვღებულობთ, რომ ფეხბურთი კონტროლირებადი გზით დავაბრუნოთ. ეჭვგარეშეა, რომ ამას მოვახერხებთ“, - თქვა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ლა ლიგა გაურკვეველი ვადით შეწყვეტილია, ქვეყნის მთავრობამ კი კლუბებს ვარჯიშის უფლება მისცა.

0.117271