თამაშგარე

10:59 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ და მისი ჯალაბი იტალიაში დაბრუნდა

ფეხბურთის და განსაკუთრებით იტალიური ფეხბურთის ქომაგებმა ალბათ კარგად უწყოდნენ, რომ ტურინის “იუვენტუსის“ ლეგენდარული შემტევი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ მასობრივი პანდემიის გამო, საკარანტინო დღეებს მის მშობლიურ კუნძულ მადეირაზე ჯალაბთან ერთად ატარებდა.

როგორც იქნა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვატილება “სერია ა“-ს განახლებასთან დაკავშირებით, რასაც დიდი სიხარულით გამოეხმაურა რონალდუ, რომელმაც თავისი ცოლი, ჯორჯინა როდრიგესი და ოთხი შვილი მსწრაფლივ ჩასხა კუთვნილ კერძო თვითმფრინავში და მთელი ოჯახი ორი დღის წინ იტალიაში ჩაფრინდა.

კრიშტიანუს და მის ოჯახს, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე იტალიაშიც კარანტინი ელით. თუმცა შესაძლებელია გასჭრას ტურინული კლუბის თხოვნამ და რონალდუს მალევე მისცენ გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება. პორტუგალიელი ფეხბურთზე ისეა გადარეული, მთელს სამყაროს ალბათ ახლა მწვანე მინდორზე ბურთის გორება ურჩევნია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128203