ფეხბურთი

0:20 | 6.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა: "რეალი" "ბარსელონაზე" ძლიერია და ტიტულის მისთვის გადაცემა უსამართლობა იქნება"

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა სეზონის განახლებას ემხრობა, რადგან სხვა შემთხვევაში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება უსამართლობა იქნება.

ბელგიელი ფიქრობს, რომ „რეალი“ „ბარსელონაზე“ ძლიერია და კატალონელებისთვის ჩემპიონის ტიტულის გადაცემა მხოლოდ იმიტომ, რომ ორი ქულით მეტი აქვთ, სამართლიანი არ იქნება.

„მინდა, რომ სეზონი დასრულდეს. ჩვენ მხოლოდ ორი ქულით ნაკლები გვაქვს, ვიდრე „ბარსელონას“ და შესაბამისად შეგვიძლია ჩემპიონობა. საფრანგეთში ორი გუნდი დააქვეითეს, რომელთაც ადგილის შენარჩუნების შანსი ჰქონდათ და არმგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მათ მოეწონათ. ნიდერლანდებში არავინ იქნება ჩემპიონი და არავინ გავარდება. ეს კი სირცხვილია, იმ გუნდების გამო, რომელთაც მთავარ ლიგაში აღზევების შანსი ჰქონდათ.

აბსოლუტურად არ მივიჩნევ მართებულად თუ „ბარსელონას“ ჩემპიონად გამოაცხადებენ. ჩვენს წინააღმდეგ ერთხელ ფრე ითამაშეს, ერთხელ წააგეს, შესაბამისად დავამტკიცეთ, რომ მასზე ძლიერები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქულით ნაკლები გვაქვს“, - განაცხადა კურტუამ.

შეგახსენებთ, ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი სეზონის განახლებაზე აქტიურად საუბრობს, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი უცნობია. ამიტომაც, გარკვეული არაფერია.

0.137742