ფეხბურთი

23:46 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ამ თამაშმა ვირუსი დააჩქარა და საშინელი შედეგები მოიტანა" - დანიელი ფეხბურთელი უეფას ადანაშაულებს

ესპანური „ვალენსიას“ ნახევარმცველი დანიელ ვასი მიიჩნევს, რომ „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩმა კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო. დანიელის აზრით, უეფამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ ეს თამაში ჩაატარა.

„ატალანტასთან“ თამაშმა საშინელი შედეგები მოიტანა. ბევრ ჩვენგანს კორონავირუსთან კონტაქტი ჰქონდა და ბევრმა ადამიანმა ის ესპანეთში შემოიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ 40 აათასი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ერთმანეთისგან სანტიმეტრებით იყვნენ დაშორებულნი, ეს იყო ვირუსის გავრცელების დამაჩქარებელი. ახლა ჩვენ ომში ვიმყოფებით, როდესაც ეს დასრულდება, ვნახავთ 40 ათასი ადამიანიდან რამდენი იყო დაინფიცირებული. თუმცა, ახლა სხვა პრიორიტეტები გვაქვს“, - თქვა ვასმა.

შეგახსენებთ, „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩი 19 თებერვალს მილანში ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ჩატარდა და მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.

0.117577