ფეხბურთი

19:59 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლემანმა ფერგიუსონის და ვენგერის ჩხუბი გაიხსენა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონისა და არსენ ვენგერის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

გერმანელმა ფეხბურთელმა შოტლანდიელ და ფრანგ სპეციალისტს შორის 2003 წელს მომხდარი ინციდეტნი გაიხსენა, როდესაც ლამის ხელდახელ იჩხუბეს.

„მახსოვს, რომ მატჩის დასასრულს ჩემს თანაგუნდელებს არ ვუყურებდი ისე ხშირად, როგორც მწვრთნელს. მახსოვს, რომ გაასახდელში გვიან ჩავედი, მაგრამ დიდი არეულობა იყო, განსაკუთრებით მწვრთნელებს შორის. მათ შორის ცოტა წყალიც კი ჩავასხი, რომ დამეწყნაერიბენა, სახალისო სანახავი იყო“, - თქვა ლემანმა.

შეგახსენებთ, რომ იმ წლებში „მანჩესტერი“ და „არსენალი“ მთავარი კონკურენტები იყვნენ, ხოლო ვენგერსა და ფერგიუსონს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო.

0.108213