„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები ეზოებში 5-6 წლის ბავშვებივით თამაშობენ.
„ზუსტად არ ვიცი, როდის დავიწყებთ, მაგრამ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. არ ვიცი, რამდენი დრო დაგვჭირდება მატჩებისთვის მოსამზადებლადთ, მაგრამ როდესაც სეზონის განახლების დრო გვეცოდინება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ბიჭებს დავალებებს სახლის ეზოებში ვაძლევ და ისინი თამაშობენ ისე, როგორც 5-6 წლის ბავშვები. ეს არის ზუსტად ის გრძნობა, რომელიც მოედანზეც უნდა გადავიტანოთ“, - განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგის ნანატრ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ სეზონის განახლების თარიღი უცნობია.