ფეხბურთი

15:14 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

შეთანხმება შედგა: ბუნდესლიგის განახლების თარიღი ცნობილია

გერმანიის ბუნდესლიგის 2019-2020 წლების სეზონი დიდი ალბათობით, პარასკევს, 15 მაისს განახლდება. Reuters-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ხსენებულ თარიღთან დაკავშირებით და ახლა მთავრობის დადგენილებას ელოდებიან.

მოგეხსენებათ, გერმანიაში კლუბებს საწვრთნელი პროცესი დიდი ხანია დაწყებული აქვთ. მატჩები ცხადია უმაყურებლოდ გაიმართება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ გუშინ პირველი და მეორე ბუნდესლიგის 36 კლუბში მასობრივი ტესტირება გაიმართა და 1724 ტესტიდან 10 შემთხვევაში დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

თეგებიბუნდესლიგა
0.117632