ფეხბურთი

12:53 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "არ მეგონა, რომ ფეხბურთი ასე ძალიან მომენატრებოდა"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ ფეხბურთი ძალიან ენატრება და ამას ვერც წარმოიდგენდა. არგენტინელი აღნიშნავს, ბურთთან შეხება და თანაგუნდელების ნახვა უნდა.

„არ მეგონა, რომ ფეხბურთი ასე ძალიან მომენატრებოდა. მჭირდება თამაშში დაბრუნება, ჩემი თანაგუნდელების ნახვა, ბურთთან შეხება. სახლში ვთამაშობ, მაგრამ ეს იგივე არაა. როგორც ყოველთვის ვამბობ, როცა გატაცება გაქვს, ყველაფერს აკეთებ. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის დავბრუნდებით, ეს არ არის შვებულება მითითებული ვადით. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, დავისვენოთ და ცოტა ფორმა შევინარჩუნოთ.

სახლში დიდი ხანი იზოლირებული ყოფნა გარდაუვლად მიგიყვანს ახალი საქმის აღმოჩენამდე. მაგალითად ვცდილობ იოგას შესწავლას და ეს ძალიან მეხმარება“, - განაცხადა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა კორონავირუსით უკვე თვეზე მეტია დაინფიცირებული და მისი გამოჯანმრთელების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

0.115754