ფეხბურთი

0:16 | 5.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი გერმანიაში: "ჰერტამ" კალუს კორონავირუსის ქცევის წესების დარღვევისთვის ვარჯიში აუკრძალა

ბერლინის „ჰერტამ“ სალომონ კალუს საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა აუკრძალა. კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა ვიდეო გადაიღო კლუბის გასახდელში, სადაც კარგად ჩანს, რომ კორონავირუსთან პანდემიის ბრძოლაში დაწესებულ მკაცრ წესებს არღვევს.

სიტუაცია დაგმო გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა კალუს საქციელს:

„ჩვენ არ შეგვიძლია შევეგუოთ ასეთი ტიპის ეპიზოდს, რადგან ფეხბურთელები და კლუბები იცავდნენ მითითებებს და გათავისებული ჰქონდათ სიტუაციის სიმძიმე“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავად გერმანულმა კლუბმაც კალუს საქციელს გვერდი ვერ აუარა და ვარჯიშებიდან მოკვეთა:

„სალომონ კალუმ დაარღვია გუნდის შინაგანაწესი და აჩვენა სიტუაციის შეუსაბამო ქცევა, რაც არ ემთხვევა კლუბის ქცევის წესებს. ამიტომ, „ჰერტა ბერლინმა“ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ აუკრძალოს ვარჯიშებში მონაწილეობა“, - წერს „ჰერტას“ ვებგვერდი.

მომხდარის შემდეგ კომენტარი ფეხბურთელაც გააკეთა და ბოდიში მოიხადა:

„ვწუხვარ, რომ ჩემი ქცევით დარჩა შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსის სიტუაციას სერიოზულად არ ვიღებ. სინამდვილეში პირიქითაა, რადგან ნამდვილად ვდარდობ, განსაკუთრებით აფრიკაში მყოფი ხალხისთვის“, - თქვა კალუმ.

0.111266