საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის საყვარელ გუნდში ხილვა „ბეიშქთაშის“ გულშემატკივრებს სურთ. Sporx-მა ფანების მიერ შედგენილი „ბეშიქთაშის“ შემადგენლობა გამოაქვეყნა 2020-2021 წლების სეზონისთვის.
აღსანიშნავია, რომ სასტარტო თერთმეტეულში 7 ახალწვეულია და მხოლოდ ოთხი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც ახლაც „არწივების“ ღირსებას იცავს.
შვიდადან ერთი კი გიორგი ჩაკვეტაძეა და ქომაგები პრეზიდენტ სერგენ იალჩინს ქართველის შეძენებისკენ მოუწოდბენ. ჩვენებურის გარდა სტამბოლური კლუბის ფანებს მარსელო გედეშის, ერაი ჩომერტის, ფილიპ ნოვაკის, ბერნარ მენსას, სერდარ გურლერისა და კევინ ბუას ტრანსფერები სურთ.
შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს ბოლო დროს მეორე თურქულ გუნდს, „ტრაბზონსფორს“ ადგილობრივი მედია აქტიურად უკავშირებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ დაწეროს ამ ხალხმა რას წერენ სხვადახვა ქვეყნის სტატიებში ? რა გაუწყალეთ გული ?
ვიღაცა სადღაც იჭორავებს ყველაფერი უნდა დაიწეროს? კაი რა ამ ზღაპრებით დავიღალეთ
იუვენტუსსასც სდომებია
და ლივერპულიც განიხილავს თურმე
კარგით რაა
ნუ გააუჩმახეთ ამ ბიჭს რაა
ნახევარ ევროპულ გუნდში გადაიყვანეთ და ბოლოს დაწერთ გენტში დარჩაო 
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ