გერმანიაში სეზონის განახლებაზე აქტიურად მუშაობას აგრძელებენ და კორონავირუსის ტესტირებები ჩაატარეს. როგორც გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, I და II ბუნდესლიგის ყველა კლუბში ვირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა.
36 კლუბში ტესტირება ფეხბურთელებს, პერსონალს, ფიზიოთერაპევტებს და ზოგადად გუნდებში დასაქმებულ ადამიანებს ჩაუტარდათ.
მთლიანობაში 1724 ტესტი გაკეთდა, საიდანც 10 შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა (0.58%). დაინფიცირებულთა ვინაობა არ გასაჯაროვებულა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის სამი შემთხვევა „კიოლნში“ დადასტურდა. აქვე გეტყვით, რომ ბუნდესლიგის განახლება მაისის თვეში იგეგმება, მაგრამ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია