ფეხბურთი

18:03 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კარიუსმა "ბეშიქთაში" დატოვა

სტამბოლის „ბეშიქთაში“ ლორის კარიუსმა დატოვა. ამის შესახებ გერმანელმა მეკარემ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.

„დღეს „ბეშიქთაშთან“ ჩემი კონტრაქტი გავწყვიტე. სამწუხაროა, რომ ასე დასრულდა, ყველაფერი გავაკეთე ამ სიტუაციის მოსაგვარებლად, მაგრამ არ გამოვიდა. მადლობა ყველას“, - დაწერა ლორისმა.

კარიუსი „ბეიშქთაშს“ „ლივერპულიდან“ 2018 წელს ორწლიანი იჯარით შეუერთდა. გერმანელს ახლა „ენფილდ როუდზე“ მოუწევს დაბრუნება. აქვე გეტყვით, რომ კარიუსმა თურქული გუნდის მაისურით 66 თამაში ჩაატარა.

0.119285