ფეხბურთი

15:32 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანფრანკო ძოლას სიმბოლური ნაკრები

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ლონდონის „ჩელსის“ ლეგენდამ ჯანფრანკო ძოლამ თავისი გემოვნებით სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

ძოლამ არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა:

„ბუფონი, ფერარა, ბარეზი, დესაი, მალდინი, ლამპარდი, ალბერტინი, დი მატეო, მარადონა, ბაჯო, კარეკა. სათადარიგო სკამზე ვიქნებით მე, პერუცი, ბენარივო, ფრანჩინი, პოიეტი, უაიზი, კაზირაგი, ვიალი და ასპრილია, ჩვენი მწვრთნელები ნევიო სკალა და არიგო სკამი იქნებიან.

რონალდუ თუ მესი? ეს იგივეა არჩევანი მერლინ მონროსა და კარლა ბრუნს შორის გავაკეთეთო. ორივესთან სიამოვნებით ვითამაშებდი“, - აღნიშნა ძოლამ.

0.113554