„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ინგლისში გატარებულ პერიოდზე და უფრო მეტად სერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა. ფრანგი ამბობს, რომ ლეგენდარულმა შოტლანდიელმა რობოტად გადააქცია, რომლისთვისაც გამარჯვება ნორმალური მოვლენა იყო.
„გულწრფელად გეტყვით: როდესაც მესამე, მეოთხე, მეხუთე ტიტულს იგებ, ზეიმობ, მაგრამ არა ისე, როგორც პირველს. ზეიმობ ტელე და ფოტოკამერებისთვის და პერსონალისთვის, მაგრამ იგივე გრძნობა ნამდვილად არაა. ფერგიუსონმა ყველას გვასწავლა, როგორ ვყოფილიყავით რობოტი. როდესაც „იუნაიტედში“ ვთამაშობდი, არ ფიქრობდი, რომ ადამიანი ვიყავი, წარმატების მიღწევა ნორმალური იყო.
ყოველთვის ვამბობ - დიდიე დეშამმა მასწავლა, რომ გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ფერგიუსონმა მასწავლა, რომ გამარჯვება ნორმალურია. ჩემპიონატის მოგება ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. მახსოვს, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა: „კარგი იყო, შვილო“. ის არასდროს ყვიროდა, არასდროს ზეიმობდა“, - თქვა ევრამ.