თამაშგარე

11:58 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მოდელი დარეჯანობის გზაზე

იტალიელი მოდელი ანა ფალჩი, რომელმაც ერთ დროს აპენინებზე მობურთავე გერმანელი შემტევის, მიროსლავ კლოზეს საყვარლობით გაითქვა სახელი, ამ განგანია პანდემიისას კიდევ ერთხელ გახდა ბულვარული მედიისთვის საინტერესო ობიექტი და ამჯერად მიროსლავი საერთოდ არაფერ შუაშია.

ანას ჩაპუტკუნებისაკენ მიდრეკილება ყოველთვის ქონდა და არც არასოდეს დაუმალია, რომ ფორმაში ჩადგომას გამუდმებული ვარჯიშებითა და დიეტებით ახერხებდა. ახლა კი, როდესაც პანდემიაა და მთელი იტალია თვეების მანძილზე სახლში იყო გამოკეტილი, ეს ქალი ისე მოსუქდა, მისი დამნახავი კაცი იტყვის - ლუარსაბის ცოლი დარეჯანი კახეთიდან იტალიაში ჩასულაო.

ანა ფალჩი დიდი შეუდრეკელი ქალია და ირწმუნება, რომ როდესაც კორონავირუსის მძლავრობა საბოლოოდ დასრულდება ფორმასაც აღიდგენს. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ამ ბოლო თვეებში უამრავ გემრიელ კერძს გაუგო გემო და მათთან განშორება მიროსლავ კლოზესთან განშორებაზე მეტად გაუჭირდება.

0.150842