ფეხბურთი

1:14 | 4.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკმა "მილანის" ინტერესი დაადასტურა

გერმანელმა სპეციალისტმა რალფ რანგნიკმა დაადასტურა, რომ „მილანი“ იწვევდა, მაგრამ კორონავირუსის გამო აღარ არის დარწმუნებული, რომ იტალიაში მისი დასაქმება მოხერხდება.

გერმანელის განცხადებით, პანდემიამ ბევრი რაც შეცვალა და შესაძლოა „როსონერიმ“ მასთან თანამშრომლობა აღარ მოისურვოს.

„მილანის“ ინტერესი იყო, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებით სხვა საკითხების გათვალისწინებაც მოხდება გარდა იმაზე ფიქრისა, იყო თუ არა რალფ რანგნიკი მათთვის შესაფერისი ადამიანი ან პირიქით.

ეკონომიკური საკითხები ყოველთვის დამოკიდებულია კლუბზე, მაგრამ მე არ მაინტერესებს ფინანსური ასპექტები. ჩემთვის არავითარი კავშირი არ აქვს ამას ძალაუფლებასთან, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სიტუაციებში საჭიროა“, - აღნიშნა რანგნიკმა Mitteldeutsche Zeitung-თან საუბარში.

0.11298