ფეხბურთი

21:56 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სტაბილური - "ანორთოსისმა" ლორიას სახით სასურველი მეკარე იპოვა

გიორგი ლორია - სტაბილურობა. კვიპროსული გამოცემა Balla.com.cy-ი წერს, რომ „ანორთოსისმა“ ბოლოს და ბოლოს იპოვა ისეთი მეკარე, როგორსაც ეძებდა - სტაბილური.

„გიორგი ლორია მეოთხე ადგილზეა ამ სეზონში „ანორთოსისში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით, რადგან 23-დან 21 შეხვედრაში მინდორზე იყო. ქართველის სახით კლუბმა იპოვა სტაბილური მეკარე, რომელსაც ეძებდა და თემურ ქეცბაია ელის, რომ ლორია მომდევნო სეზონშიც დაეხმარება. 21 მატჩიდან 1890 წუთი ითამაშა და 18 გოლი გაუშვა. ქართველი სტაბილური იყო 2018-2019 წლების სეზონშიც, როდესაც გერმანულ „მაგდებურგში“ 11 შეხვედრაში (986 წუთი) 10 გოლი გაუშვა, მანამდე სამარის „კრილია სოვეტოვში“ ითამაშა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ლორია ფამაგუსტას „ანორთოსისს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და თემურ ქეცბაიას გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად სწრაფადვე იქცა.

0.120363