ფეხბურთი

21:19 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს კლუბებს ორშაბათიდან ინდივიდუალურად ვარჯიშის უფლება მიეცათ

იტალიის მთავრობამ სერია A-ს კლუბებს ფეხბურთელების ინდივიდუალურად ვარჯიშის ნება ოფიციალურად დართო. 4 მაისიდან, სპორტსმენებს შეუძლიათ განცალკევებით ბაზაზე მოემზადონ.

შედეგად, რამდენიმე კლუბმა უკვე ოფიციალურად დააანონსა, რომ საწვრთნელ პროცესს იწყებენ, მათ შორისაა „ინტერი“, „ნაპოლი“, „ლაციო“ და „რომა“.

„იუვენტუსი“ კი საზღვარგარეთ მყოფ ფეხბურთელებს დაუკავშირდა და ტურინში დაბრუნების შესახებ აცნობა.

ჯერჯერობით უფრო მეტი კონკრეტული ცნობილი არაფერია, მათ შორის, არც შეწყვეტილი სეზონი განახლების თარიღი.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109937