თამაშგარე

19:36 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ულამაზესი, დაუჯერებელი და ვნებიანი სუზანა (ფოტოგალერეა)

„სილამაზე ერთია, მაგრამ სუფთა გული, ეს არის სილამაზე“, - წერს სუზანა კანზიანი ინსტაგრამის ბოლოს პოსტში. თავს ვერ დავდებთ პირმშვენიერი იტალიელის შინაგან სისუფთავეზე და სილამაზეზე, მაგრამ ვიზუალურად შეგვიძლია დაბეჯითებით თქმა - მართლაც ძალიან ლამაზია.

სუზანამ სახელი „მილანის“ ყოფილ პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონით გაითქვა, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია თავის ტელევიზიაში, Mediaset-ში და მას შემდეგ იტალიელის კარიერა წარმატებით მიმდინარეობს. როგორც ტელეეკრანიდან, ისე სამოდელო სფეროში.

საფეხბურთო გადაცემებში რამდენიმე გამოჩენის შემდეგ ტრევიზოელი გოგონა მთელ მსოფლიოში აღიარებული მოდელი გახდა, საერთაშორისო კონტრაქტებით და თამამი კალენდრებით. მიუხედავად მისი უსაზღვრო სილამაზისა და სოციალურ ქსელში ცხელი, ვნებიანი ფოტოებისა, ჯერჯერობით ინსტაგრამში „სულ რაღაც“ 385 000 მიმდევარი ჰყავს, მაგრამ ასე თუ გააგრძელებს, ეჭვგარეშეა ეს რაოდენობა სწრაფად გაიზრდება.

0.112026