ფეხბურთი

18:31 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბრაიტონი" პრემიერლიგის განახლების წინააღმდეგია

„ბრაიტონი“ პირველი ინგლისური გუნდია, რომელიც წინააღმდეგია პრემიერლიგის განახლების იმ შემთხვევაში თუ მატჩები ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.

როგორც ცნობილია, პრემიერლიგის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს,რომ სეზონის დარჩენილი ნაწილი 10 ნეიტრალურ სტადიონზე ჩაატაროს.

თუმცა, „ბრაიტონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ ბარბერიმ აღიარა, რომ მისი გუნდი წინააღმდეგია ნეიტრალურ სტადიონზე თამაშის და შეთანხმების მიღწევა ძნელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი, მისი განახლება კი ივნისისში იგეგმება.

0.112982