ისტორია

9:52 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

2 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1975 – დაიბადა დევიდ ბექჰემი. ინგლისის ეროვნული ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედის,” მადრიდის “რეალის”, “ლოს ანჯელეს გელექსის”, “მილანის”, პსჟ-ის ნახევარმცველი. 1999 წელს “მანჩესტერთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. ექვსჯერ მოიგო პრემიერლიგა, ორჯერ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი, ოთხჯერ Community Shield-ის (ინგლისის სუპერთასი) თასი, ხოლო თითოჯერ საკონტინენტთაშორისო თასი, ევროპის სუპერთასი და FA Youth Cup-ი. გარდა ამისა, მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში გაიმარჯვა პრიმერა დივიზიონსა და ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაში. მოპოვებული აქვს საფრანგეთის ჩემპიონობაც.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1937 - იტალიის სერია A-ს მატჩში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. “ფიორენტინას” წინააღმდეგ “რომას” შემადგენლობაში ამედეო ამადეიმ ითამაშა, რომელიც 15 წლის და 281 დღის ასაკისა იყო. სულ აპენინელთა უპირველეს დივიზიონში ამადეიმ 423 მატჩი ითამაშა და 174 გოლი გაიტანა (რომაელთა რიგებში ჩატარებულ 386 შეხვედრაში გაიტანა 101 ბურთი). 1942 წელს გახდა იტალიის ჩემპიონი. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე.

1953 - ლონდონის “უემბლიზე” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ყველაზე დრამატული ფინალი ჩატარდა. 100 ათასი მაყურებლის (მათ შორის დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორეც იყო ) თანდასწრებით “ბოლტონ უონდერერზი” 67-ე წუთისთვის “ბლექპულთან” 3:1 დაწინაურდა. ასპარეზობის უკანასკნელი სამი წუთის განმავლობაში კი სტენლი მეტიუზმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა და ფინალიც “ბლექპულმა” 4:3 მოიგო. ეს მატჩი ისტორიაში “მეტიუზის ფინალის” სახელით შევიდა. 1953 წლის 2 მაისს მეტიუზი 38 წლისა იყო. იმ ფინალის კიდევ ერთი გმირი ბლექპულელი სტენლი მორტენსენი გახლდათ, რომელმაც მოწინააღმდეგის კარში სამი გოლი გაიტანა. არც მანამდე და არც შემდგომში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში ჰეთ-თრიკი არც ერთ ფეხბურთელს არ შეუსრულებია.

1962 - ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში ლისაბონის “ბენფიკამ” მადრიდის “რეალი” 5:3 დაამარცხა. ფერენც პუშკაშის ორი გოლის წყალობით, თავიდან მადრიდელები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც პორტუგალიელებმა იმარჯვეს. “ბენფიკას” რიგებში გოლები აგუაშმა, კავეშმა, კოლუნამ და ეუსებიომ (2) გაიტანეს. “რეალის” მესამე გოლიც პუშკაშის ანგარიშზეა. თამაში ამსტერდამში ჩატარდა და მას 68 ათასი მაყურებელი დაესწრო. “ბენფიკას” შემადგენლობა: კოშტა პერეირა, ჟოაუ, ჟერმანი, ანჟელუ, კავეში, კრუჟი, აგუშტუ, ეუსებიო, აგუაში, კოლუნა, სიმოეში. ლისაბონელებს ბელა გუტმანი წვრთნიდა.

1962 - ქუთაისის “ტორპედომ” საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. ქუთაისელებმა მოსკოველ თანაკლუბელებს 4:2 მოუგეს.

1973 - 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, სერ ბობი ჩარლტონმა “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში თავისი უკანასკნელი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

1986 - ლიონში კიევის “დინამომ” მადრიდის “ატლეტიკო” 3:0 დაამარცხა და თავის ისტორიაში მეორედ მოიპოვა თასების მფლობელთა თასი. გოლები ზავაროვმა, ბლოხინმა და ევტუშენკომ გაიტანეს. კიევის “დინამომ” შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ჩანოვი, ბალტაჩა, ბესონოვი, კუზნეცოვი, დემიანენკო, რაცი, იაკოვენკო, იარემჩუკი, ზავაროვი (ევტუშენკო), ბელანოვი, ბლოხინი. კიევის “დინამოს” ვალერი ლობანოვსკი წვრთნიდა.

1990 - საბჭოთა კავშირის თასის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება დაფიქსირდა. კიევის “დინამომ” მოსკოვის “ლოკომოტივს” 6:1 სძლია.

2002 - ლონდონურ “მილუოლსა” და “ბირმინგემ სიტის” შორის ჩატარებულ ინგლისურ პრემიერლიგაში გადასასვლელ მატჩს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. Dედაქალაქელებმა 0:1 წააგეს და მათმა გულშემატკივრებმა იერიში ცხენოსან პოლიციაზე მიიტანეს. შედეგად 157 პოლიციელი და 26 ცხენი დაზარალდა. 56 წლის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი რაიმონდ ევერესტი კი “ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის” მუხლით გაასამართლეს და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

2005 - საფეხბურთო კლუბ “ლევანტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბერნდ შუსტერი გადადგა.

2006 - “ოლდ ტრაფორდზე” განცდილი მარცხის (2:3) შემდეგ, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, “მილანმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” სძლია (3:0) და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

2008 - მადრიდის ევროლიგის “ოთხთა ფინალის” ნახევარფინალში მოსკოვის ცსკამ ესპანურ “ტაუგრესს” 83:79 მოუგო, იტალიურმა “სიენამ” კი თელ ავივის “მაკაბისთან” 85:93 დათმო.

2009 - საბერძნეთის საფეხბურთო თასის ფინალში ათენის აეკ-ისა და პირეოსის “ოლიმპიაკოსის” შორის გამარჯვებულის გამოვლენას მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში 17-17 თერთმეტმეტრიანის შესრულება დასჭირდა. “ოლიმპიაკოსმა” 15:14 მოიგო.

2009 - მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ესპანური პრიმერა დივიზიონის “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” “რეალს” 6:2 სძლია.

2010 - ნბა-ს პლეი ოფის პირველი ეტაპის მეშვიდე მატჩში ზაზა ფაჩულია “ატლანტა ჰოუკსმა” “მილუოკი ბაქზს” 95:74 მოუგო, სერიაში 4:3 იმარჯვა და მომდევნო სტადიაზე გავიდა.

2011 - ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” 1:1 ითამაშა მადრიდის “რეალთან”, 2 მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 დაამარცხა და 3 სეზონის განმავლობაში მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში.

2012 - მორიგი რეკორდი დაამყარა ლიონელ მესიმ, რომელმაც მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, თავი 68 გოლს მოუყარა. ევროპაში მოთამაშე არცერთ ფეხბურთელს, აქამდე, ასეთი შედეგი არ ჰქონია. ლეგენდარულმა გერდ მიულერმა, 67 გოლი გაიტანა.

ამ დღეს დაიბადნენ

1906 - აილენ რიგინი. ტრამპლინიდან წყალში ხტომაში 1920 და 1924 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1914 - მიხეილ ბერძენიშვილი. თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი 1936-46 წლებში. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 129 მატჩი, გაიტანა 36 გოლი. გამოირჩეოდა პენალტის რეალიზაციის ორიგინალური სტილით. საკავშირო პირველობების ორგზის ვერცხლისა (1939, 1940) და ბრინჯაოს (1936, შემოდგომა) მედლების მფლობელი. 1936, 1937 და 1946 წლებში იასპარეზა საკავშირო თასის გათამაშების ფინალში. 1948 წელს იყო თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, ხოლო 1955-57 წლებში გუნდის უფროსი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. მიხეილ ბერძენიშვილი 1981 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა.

1935 - ლუის სუარესი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 1960 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელი. 1964 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრების 32 მატჩში გაიტანა 14 გოლი. ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებში (გამოდიოდა “ბარსელონასა” და მილანის “ინტერში”) ჩაატარა 457 მატჩი, გაიტანა 113 გოლი. მილანელთა რიგებში ორ-ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები, კატალონელთა ღირსების დაცვისას კი ასევე ორჯერ მოიგო ბაზრობათა თასი. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და “სამეფო თასის” ორგზის მფლობელი. იტალიის სამგზის ჩემპიონი. მწვრთნელობისას ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახადა, ესპანელთა ეროვნული გუნდი კი 1990 წლის მსოფლიო პირველობის დასკვნით ეტაპზე გაიყვანა.

1935 - ბორის სიჭინავა. 1958-67 წლებში თბილისის “დინამოს” მცველი. საბჭოთა კავშირის 1964 წლის ჩემპიონი. 1962 და 1967 წლებში დაეუფლა საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლებს. თბილისის “დინამოს” 313 ოფიციალურ მატჩში (ჩემპიონატი, თასის გათამაშება, საერთაშორისო შეხვედრები) გაიტანა 7 გოლი. გარდაიცვალა 2011 წელს.

1958 - დევიდ ო’ლირი. ირლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი. ჩატარებული მატჩების რაოდენობით (772) “არსენალის” რეკორდსმენი. ინგლისის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. “ლიდსის,” “არსენალის,” “ასტონ ვილას” მწვრთნელი.

1968 - ჯეფ აგუსი. აშშ-ის ოლიმპიური და ეროვნული ნაკრებების, “სან ხოსესა” და “მეტროსტარზის” ფეხბურთელი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

1971 - იონას ლარსონი. შვედეთის საკალათბურთო ეროვნული ნაკრების მსროლელი (196 სმ).

1972 - ჯილ სეივერი. სინქრონულ ცურვაში 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1973 - დენი ტიატო. ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

1974 - მაილს ჯოზეფი. 1996 წელს ოლიმპიადაზე აშშ-ის ქალთა ნაკრებთან ერთად საფეხბურთო ტურნირში გაიმარჯვა.

1975 - აჰმედ ჰასანი. ეგვიპტის ეროვნული ნაკრებისა და “ბეშიქთაშის” ფეხბურთელი.

1975 - დევიდ ბექჰემი. ინგლისის ეროვნული ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედის,” მადრიდის “რეალის”, “ლოს ანჯელეს გელექსის”, “მილანის”, პსჟ-ის ნახევარმცველი. 1999 წელს “მანჩესტერთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. ექვსჯერ მოიგო პრემიერლიგა, ორჯერ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი, ოთხჯერ Community Shield-ის (ინგლისის სუპერთასი) თასი, ხოლო თითოჯერ საკონტინენტთაშორისო თასი, ევროპის სუპერთასი და FA Youth Cup-ი. გარდა ამისა, მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში გაიმარჯვა პრიმერა დივიზიონსა და ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაში. მოპოვებული აქვს საფრანგეთის ჩემპიონობაც.

1977 - ბრაიან კარდინალი. “მემფის გრიზლის” ფორვარდი (203 სმ).

1978 - მელვინ ელი. “შარლოტ ბობქეთსის” მძიმე ფორვარდი (208 სმ).

1980 - ტიმ ბოროვსკი. ბრემენის “ვერდერის”, მიუნხენის “ბაიერნის”, გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. გერმანიის ჩემპიონი (2004). მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის პრიზიორი.

1980 - ტროი მერფი. “გოლდენ სტეიტ უორიორზის” მძიმე ფორვარდი (211 სმ).

1985 - ჯონათან ბრუ. საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების, “მონსისა” და “რენის” ფეხბურთელი.

0.111352