ფეხბურთი

11:55 | 2.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს ყოფილი ასისტენტი: "მესის "ინტერში" გადასვლა შესაძლებელია"

ჟოზე მოურინიოს ყოფილმა ასისტენტმა ჟოზე მორაიშმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის „ინტერში“ გადასვლა შესაძლებელია. მან ამის მიზეზიც დაასახელა.

„ვფიქრობ, რომ მესის „ინტერში“ გადასვლა შესაძლებელია. გინდათ იცოდეთ რატომ? ხავიერ ძანეტის ყოფნის გამო. ხავიერი არგენტინელი ფეხბურთელების მაგნიტია და არგენტინელისთვის „ინტერში“ სათამაშოდ წასვლა სახლში დაბრუნებაა.

ჩემი აზრით, ეს არის კლუბი, რომელსაც არგენტინელთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს იმის დამსახურებაცაა, რაც ძანეტიმ ამ კლუბში გააკეთა. ასე ვფიქრობ, რადგან ყველა არგენტინელი, რომელიც „ინტერში“ წავიდა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო“, - მორაიშმა.

შეგახსენებთ, მესის „ინტერთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.

0.134667