ფეხბურთი

0:46 | 2.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"კიოლნში" კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა, მაგრამ გუნდი ვარჯიშებს აგრძელებს

გერმანულ „კიოლნში“ სამ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდი საწვრთნელ პროცესს აგრძელებს.

„კიოლნის“ მთელმა გუნდმა ტესტირება ჩაიტარა კორონავირუსზე და სამი ადამიანი დაინფიცირებულია, მათ ვირუსი უსიმპტომოდ აღენიშნებათ. სამივე მათაგანი 14-დღიან კარანტინს გაივლიან. დაინფიცირებულთა ვინაობას არ ვასაჯაროვებთ. გუნდი ჩვეულ რეჟიმში უსაფრთხოების ზომების დაცვით გააგრძელებს ვარჯიშს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანული მედიის ცნობით, დაინფიცირებულია 2 ფეხბურთელი და 1 ექიმი. ისინი ვარჯიშებში მონაწილეობას არ მიიღებენ, დანარჩენი გუნდი კი ვარჯიშს გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111019