დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელი ჯოვანი რეინა უმაღლეს დონეზე ითამაშებს. რეინა 17 წლისაა და უკვე მიიქცია ყურადღება, ის ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელის კლაუდიო რეინას შვილია.
ნორვეგიელი ჰოლანდი კი მოხიბლულია რეინას ნიჭით და დარწმუნებულია, რომ მალე მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალებს დაიპყრობს.
„მალე 17 წლის და 6 თვის გახდება, ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე თამაშობს დიდ გუნდში. მხიბლავს მისი სიმშვიდე, არ სჩვევია ყურადღების ცენტრში ყოფნა, დიდი ტალანტია და გაგვიმართლა, რომ ჩვენთანა. მე მას ამერიკულ ოცნებას ვუწოდე, მსოფლიო მწვერვალს მიაღწევს.
„რეალში“ ჩემი ტრანსფერი? ძალიან ბედნიერი ვარ „დორტმუნდში“ ჩემი დებიუტით, ვგრძნობ, რომ ყოველდღე ვითარდები და ახლა უკეთესი თანაგუნდელები მყავს, ვიდრე „ზალცბურგში“, „ზალცბურგის“ პატივისცემის მიუხედავად.
ჩემი კუმირი რონალდუა. ის ამბობს: „დღეს მოვიგებთ და გავიტან“, შემდეგ კი ასე ხდება.
პსჟ-ს ფეხბურთელების ირონია ჩემდამი? ეს ეპიზოდი დამეხმარა, ამიტომ მადლობელი ვარ პსჟ-ს ფეხბურთელების“, - აღნიშნა ჰოლანდმა.