ფეხბურთი

16:29 | 1.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

უცნობი ისტორია: რატომ ითამაშა "აიბროქსზე" ბუფონმა "რეინჯერსის" მაისურით?

1999-2000 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგია მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიური „რეინჯერსი“ და იტალიური „პარმა“ დაუპირისპირდნენ. ორი მატჩის ჯამში გლაზგოელებს დარჩათ გამარჯვება (2:1) და ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.

პირველი შეხვედრა კი 11 აგვისტოს „აიბროქსზე“ გაიმართა და შოტლანდიელებმა 2:0 იმარჯვეს (იტალიაში „პარმამ“ 1:0 მოიგო). ამ თამაშს ახლა იმიტომ ვიხსენებთ, რომ ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საკმაოდ უცნობი ისტორია უნდა გიამბოთ. იმხანად 21 წლის ჯიჯი „პარმას“ კარს ამაგრებდა და იცოდით, რომ „აიბროქსზე“ „რეინჯერსის“ მაისურით ითამაშა?

„პარმა“ გლაზგოში მეკარეების შავი ფერის მაისურებით ჩავიდა, მაგრამ მსაჯმა გადაწყვიტა, რომ იტალიელები ამ მაისურით „აიბრქოსზე“ ვერ ითამაშაბდნენ. ამიტომ, „რეინჯერსი“ იძულებული გახდა სტუმარ გუნდს დახმარებოდა. მათ გამოიყენეს NIKE-ს ფორთოხლისფერი მაისური, რასაც მალევე „პარმას“ ემბლემა, ჩემპიონთა ლიგის ლოგო და იტალიური გუნდის სპონსორის წარწერა გაუკეთეს.

სხვათა შორის, წლების შემდეგ ჯიჯი „აიბროქსზე“ გატარებულ იმ საღამოს შეაფასებს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ატმოსფეროს, რომელშიც მას ოდესმე უთამაშია:

„ნამდვილად გამორჩეულია ლივერპულში „ენფილდი“. ასეთი ატმოსფერო ძალიან ცოტა სტადიონებზეა, მაგრამ გამოვყოფ გლაზგოს „აიბროქსს“ და სტამბოლში, „ფნეერბახჩეს“ სტადიონს, სადაც საწყისი 15-20 წუთი კონცენტრირების პრობლემა მქონდა“, - ამბობს ბუფონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.161066