ფეხბურთი

23:56 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუს" ყოფილი ფეხბურთელი: "მოურინიომ მითხრა, რომ გონებრივად ჩამორჩენილი ვიყავი"

„პორტუს“ ყოფილმა მცველმა კანდიდო კოშტამ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა გაიხსენა და განაცხადა, რომ განსაკუთრებულმა მას გონებრივად ჩამორჩენილი უწოდა.

„სულელი ვიყავი. ფანებს ძალიან ვუყვარდი და ეს პრივილეგია მქონდა. პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრებში მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყავი, მაგრამ „პორტუში“ ძალიან ცოტა ვითამაშე.

შედეგად, მოურინიოს შევხვდი და ვთხოვე, რომ გუნდიდან გავევში, მან კი მითხრა: „შენ, გონებრივად ჩამორჩენილი ხარ!“ მე თამაში მინდოდა, რადგან მანამდე „პორტუში“ ორი კარგი სეზონი ჩავატარე და ვფიქრობდი, რომ ჩემი კარიერის გადამწყვეტი მომენტი იყო. საბოლოოდ გუნდი გუნდი დავტოვე და როდესაც დავბრუნდი, მოურინიო უკვე „ჩელსიში“ იყო წასული“, - თქვა კოშტამ.

კაქვე გეტყვით, რომ კანდიდო კოშტამ „პორტუში“ 33 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. „დრაკონების“ შემდეგ კი არაერთ გუნდში ითამაშა, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული „ბრაგა“ გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113398