ფეხბურთი

23:11 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვერატის და ტიაგო სილვას სარეკორდო და იკარდის პირველი ტიტული კარიერაში

„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი დღეს ოფიციალურად გამოცხადდა. შედეგად, პარიზულმა გუნდმა ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეცხრედ შეძლო ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება (1986, 1994, 2013, 2014, 2015, 2016, 2018, 2019, 2020).

ამ შედეგით პსჟ მარსელის „ოლიმპიკს“ გაუტოლდა, რომლის მუზეუმს ასევე ცხრა საჩემპიონი თასი ამშვენებს. საფრანგეთში რეკორდსმენი ისევ „სენტ ეტიენია“, რომელმაც 10-ჯერ მოახერხა გაჩემპიონება.

პსჟ-ს ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა და მარკო ვერატი საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს უკვე მეშვიდედ დაეუფლნენ და ფეხბურთელებს შორის რეკორდიც გაიმეორეს. ლიგა 1-ის ჩემპიონობა ამაზე მეტჯერ ვერავინ მოახერხა, იგივე შედეგით კი თავს ჟან-მიშელ ლარკე, ჰერვი რეველი (ორივე „სენტ ეტიენი“), სიდნი გოვუ, ჟუნინიო და გრეგორი კუპე („ლიონი“) იწონებენ.

თუ ტიაგო სილვა და ვერატი თანამედროვე პსჟ-ს ყველა ჩემპიონობის მომსწრენი არიან, არგენტინელმა მაურო იკარდიმ 27 წლის ასაკში პირველი ტიტული მოიგო. მაუროს არც „სამპდორიაში“ და არც „ინტერში“ ტიტული არ მოუგია.

0.147013