ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ ანტონიო კასანო ტექნიკურად ძალიან ძლიერი იყო და მან ტალანტი უბრალოდ გაანიავა.
„კასანომ ძალიან დიდი ნიჭი გაანიავა, შესაძლებლობების მხოლოდ 30% წარმოაჩინა, მიუხედავად ამისა, ანტონიო პირველი ნომერია. ტექნიკურად ყველაზე ძლიერი იყო, რომლის გვერდით სიამოვნებას ვიღებდი. ჩვენ ერთმანეთს თვალდახუჭული ვუგებდით, მოედნის გარეთ კი ნამდვილი გიჟია“, - განაცხადა ტოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ტოტი და კასანო ერთად „რომაში“ 2001-2006 წლებში თამაშობდნენ. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ფაბიო კაპელომაც ისაუბრა კასანოს შესახებ და მისი კარიერის მთავარი სინანული უწოდა.