ფეხბურთი

19:30 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ლაუტაროს სანაცვლოდ ვიდალი, გრიზმანის იჯარა და 90 მილიონი მოითხოვა

კატალონიის „ბარსელონა“ მილანის „ინტერიდან“ ლაუტარო მარტინესის გადაბირებას კარგა ხანია ცდილობს და ესპანური მედიის ცნობით, იტალიელებმა პირობები წარუდგინეს.

As-ი იტყობინება, რომ „ინტერმა“ ლაუტაროს სანაცვლოდ „ბარსელონას“ არტურო ვიდალის სრულუფლებიანი კონტრაქტი, ანტუან გრიზმანის ერთწლიანი იჯარა და 90 მილიონი ევრო მოითხოვა. კატალონელთა პასუხი ამ ეტაპზე უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ ლაუტარო მარტინესს „ინტერთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 110 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115915