ფეხბურთი

14:36 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო ნესტა: "ფეხბურთიდან ლიონელ მესის გამო წავედი"

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა ალესანდრო ნესტამ ფაბიო კანავაროსთან ინსტაგრამ ლაივის დროს ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ფეხბურთიდან წასვლა ლიონელ მესის გამო გადაწყვიტა.

ნესტამ არგენტინელის წინააღმდეგ თამაშის შემდეგ გააცნობიერა, რომ ძველებურად მოწოდების სიმაღლეზე ვეღარ იყო.

„ლაციოში“ მთელი ცხოვრება დავრჩებოდი, რომ არა ბოლო წელს მომხდარი არეულობა. „მილანში“ წავედი და სხვა ფეხბურთი ვითამაშე. „როსონერიში“ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ვფიქრობდი, რომ 10 წელი ძირითად შემადგენლობაში მშვიდად ვითამაშებდი, მაგრამ მომდევნო ზაფხულს მათ იააპ სტამი იყიდეს და მაშინ მივხვდი, რომ ადგილი გარანტირებული არ მქონდა, ყოველდღე უნდა მეშრომა. გავაცნობიერე, რომ ვერცერთი ფეხბურთელი კლუბზე მაღლა ვერ დადგება.

„მილანიდან“ წასვლა? გალიანიმ მაგიდაზე ერთწლიანი გამზადებული კონტრაქტი დამიდო, მაგრამ წასვლა ვარჩიე. გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც ერთ სეზონში ლიონელ მესის წინააღმდეგ ოთხჯერ მომიწია თამაში, მივხვდი, რომ უმაღლეს დონეზე თამაში აღარ შემეძლო და მინდოდა ხალხისთვის კარგი მოგონება დამეტოვებინა. ამიტიომ MLS-ში წავედი, სადაც წნეხი და დონე უფრო დაბალი იყო“, - განაცხადა ნესტამ.

შეგახსენებთ, ალესანდრო ნესტა „ლაციოში“ (1993-2002), „მილანში“ (2002-2012) და „მონრეალში“ (2012-2013) თამაშობდა, ხოლო იტალიის ნარებში 1996-2006 წლებში 78 თამაში ჩაატარა. აქვე გეტყვით, რომ "მილანში" ნესტას ბოლოს სეზონში (2011-2012) იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" ოთხჯერ შეხვდა, ორჯერ ჯგუფურ ეტაპზე და ორჯერაც მეოთხედფინალში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112416