ფეხბურთი

23:57 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსი ფეხბურთელი: "უდიდეს თავდამსხმელებთან ვითამაშე, შოთა არველაძემ კი გამაოცა"

რუსეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა და ამჟამად „უფას“ მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა თავდამსხმელების შესახებ ისაუბრა, რომელთა წინააღმდეგ უთამაშია. რუსმა შოთა არველაძეც გაიხსენა, როდესაც ქართველი ამსტერდამის „აიაქსის“ ღირსებას იცავდა და მასთან დაპირისპირება მოუწია.

„ბევრი დიდი თავდამსხმელის წინააღმდეგ მითამაშია. კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო, კრისტიან ვიერი, დიმიტარ ბერბატოვი, დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი... ყველაზე ძლიერი ბრაზილიელი რონალდო იყო.

ერთხელ „აიაქსის“ წინააღმდეგ მომიწია თამაში და უკვე მქონდა მაღალი დონის ფორვარდებთან თამაშის გამოცდილება. შოთა არველაძის პოზიციამ გამაოცა, ის თავდამსხმელისთვის არასტანდარტულად თამაშობდა, რის ხარჯზეც ძმები დე ბურები და ოვერმარსი შეტევაში გარბოდნენ“, - დაწერა ევსეევმა ინსტაგრამში.

აქვე გეტყვით, რომ ვადიმ ევსეევი "უფაში" ქართველი მცველის ჯემალ ტაბიძის მთავარი მწვრთნელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118057