ფეხბურთი

20:28 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეებშია

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მეკარე გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის გამორჩეულ მეკარეებში მოხვდა.

2019-2020 წლების სეზონის მიხედვით InStat-ის მონაცემებით ჩვენებურს 241 ქულა აქვს და მხოლოდ ორ კოლეგას, ბორის კლაიმანსა და ტონიო რამირესს ჩამორჩება, ისიც ერთადერთი ქულით.

გულშემატკივართა გამოკითხვით კი ლორია 17.02% ხმების რაოდენობით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ფაბიანოს (19.78%) ჩამორჩა. სამაგიეროდ, სეზონში ყველაზე მეტი მშრალი თამაში ქართველმა ჩაატარა (11), მეორე-მესამე ადგილებზე ვიდ ბელეკი (10) და ტონიო რამირესი (8) იმყოფებიან.

მეკარეებში, რომლებმაც სეზონში მინიმუმ 10 თამაში ჩაატარეს, ყველაზე ნაკლები გოლი, საშუალოდ 0.5 ფაბიანომ გაუშვა. გიორგი ამ კუთხით მესამე ადგილზეა (საშუალოდ 0.9 გოლი).

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია „ანორთოსისს“ 2019 წელს გერმანული „მაგდებურგიდან“ შეუერთდა.

0.121847