ფეხბურთი

11:50 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "არ მესმის რატომ წარმოადგენს საფრთხეს უმაყურებლოდ თამაში"

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საფრანგეთში მიღებული გადაწყვეტილება, სადაც სეზონი ჩაშლილად გამოაცხადეს.

ტებასის განცხადებით, ფეხბურთის განახლება აუცილებელია, რომ კლუბებმა არსებობა არ შეწყვიტონ.

„არ მესმის რატომ შეიძლება იყოს საფრთხე დახურულ კარს მიღმა თამაში, ყველა სიფრთხილის ზომებით, იმის ფონზე, რომ ფაბრიკები მუშაობს. ამიტომ არ მესმის საფრანგეთში მიღებული გადაწყვეტილება. შეიძლება ეკონომიკური სექტორები გაქრნენ და იგივე ემუქრება პროფესიონალურ ფეხბურთსაც.

სხვა ქვეყნებში გუნდები მზად არიან სავარჯიშოდ და ეს მაგალითია. ჩვენ გვჭირდება გააქტიურება და თამაშის დაწყება, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყნებს. კონცენტრირებას სწორედ ამაზე ვახდენთ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით“, - განაცხადა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მთავრობამ სპორტსმენებს 4 მაისიდან ინდივიდუალურად ვარჯიში უფლება მისცა.

0.117117