1967 წლის 9 იანვარს დაიბადა კლაუდიო კანიჯა. არგენტინის ნაკრების, “რივერ პლეიტის”, “ვერონას”, “ატალანტას”, “რომას”, “ბენფიკას”, “ბოკა ხუნიორსის”, “დანდისა” და “რეინჯერსის” ფორვარდი. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1991 და 1993 წლებში მოგებული აქვს კოპა ამერიკა. კონფედერაციათა თასის გამარჯვებული (1992). “რივერ პლეიტთან” ერთად მოგებული აქვს ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. კანიჯა არგენტინის და შოტლანდიის ჩემპიონია. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 50 მატჩი, გაიტანა 16 გოლი. 2008 წლის ოქტომბერში თბილისში დიეგო მარადონას საბენეფისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
