ფეხბურთი

1:09 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

საგანგაშო მესიჯი ფიფადან: "სექტემბრამდე ფეხბურთის თამაში დაუშვებელია"

ფიფას სამედიცინო კომიტეტის პრეზიდენტი მიშელ დ’ჰოგი ფეხბურთის აგვისტომდე განახლების წინააღმდეგია.

ბელგიელი საკმაოდ პესიმისტურ გათვლებს აკეთებს და ამბობს, რომ კორონავირუსის ხელმეორედ გავრცელება თავიდან უნდა იქნას აცილებული. ამიტომაც, ფეხბურთის დაბრუნება უახლოეს პერიოდში სარისკოა, რადგან ეს არ არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი.

„მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ფეხბურთის თამაშის დაბრუნება აგვისტოს ბოლომდე, სექტემბრის დასაწყისამდე ვერ მოხერხდება. ფეხბურთი ცხოვრებაში მთავარი არაა, მოხარული ვიქნები, რომ მომდევნო სეზონი პრობლემების გარეშე თუ ჩატარდება. საჭიროა ვირუსის დაბრუნება თავიდან ავიცილოთ, რაც შეუძლებელი არაა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“, - განაცხადა დ’ჰოგემ.

შეგახსენებთ, ევროპაში უკვე სამ ქვეყანაში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და საფრანგეთში 2019-2020 წლები სეზონი გაუქმდა.

თეგებიფიფა
0.120386