ფეხბურთი

0:37 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გვინდა"

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2019-2020 წლების სეზონი დასრულებულია, მაგრამ „პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა. ეს ინფორმაცია პარიზული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ დაადასტურა.

„პატივს ვცემთ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ უეფასთან შეთანხმებით, ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ჩემპიონთა ლიგის დასკვნით სტადიაზე იმ თარიღებში, როგორც ამას უეფა დაადგენს.

თუ საფრანგეთში თამაში შეუძლებელი იქნება, საზღვარგარეთ ვითამაშებთ, ფეხბურთელების და პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჩვენ მოვახერხებთ“, - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასული, მაგრამ ტურნირი როდის განალხდება უცნობია. საფრანგეთში კი სპორტული აქტივობები აგვისტომდე აიკრძალა.

0.112803